Powered By Blogger

Saturday, February 5, 2011

სიგარეტი (მე არ ვეწევი და არც არავის არ ვურჩევ) :))

აღარ მინდა
ცუდად ვარ
ყელში თამბაქოს ფოთლებისგან გაკეთებული შკურკა მაქვს, რომელიც ყოველ ჩასუნთქვა ამოსუნთქვას სინქრონულად დაყვება
ზევით …
ქვევით …
ზევით …
ქვევით …
ლიფტია? იბიომაწ
თუ ლიფტია ფასიანია და ხურდა ჩააგდე
აი ისევ,
ვიღებ ღერს,
ვუკიდებ,
და ვქაჩავ
ვგრძნობ როგორ უხეშად ჩადის ყელში და როგორ თანაბრად ნაწილდება ფილტვებში
ამ ყველაფერს ზევიდან ვამატებ ბოლით გაჟღენთილი ჰაერის ტალღას
თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ ვიწროვდება ძარღვები, კაპილარები,
უფრო და უფრო ნაკლებად მიეწოდება სისხლი კიდურებს, ტვინს
გული ნელნელა უმატებს რითმს, თითქოს დაიღალა, მარა მაინც აგრძელებს ჯიუტად და სწრაფად ფეთქვას                               
სიკვდილი
სიცივე შეეპარა სხეულს,
უხეში და წყნარი სიცივე
სიცივემ რომელმაც ოცნებაშიც შემოაღწია
თვალებს ვახელ …
სიგარეტი ჩამწვარა …
ვიღებ ახალ ღერს …
ვუკიდებ …
თვალებს ვხუჭავ …
ცუდათ ვარ …
აღარ მინდა …

2 comments:

  1. shen arasdros mogicevia da ra ici amdeni mocevaze ogond ar tkva ro caikitxe imitoro cakitxuli sxvisi agkmit da shnei agkma gansxvavebuli ragaceebia da rac ar ici imaze rato wer?

    ReplyDelete